Saturday, October 31, 2015

მეხვთე დღე

პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის მიზანი და ელექტრონული სახელმძღვანელო. გავეცანით უცხოელი კოლეგების მიერ დაწერილ გეგმებს.შევქმენით ჩვენი ელექტრონული ფოსტა. ვისაუბრეთ პროექტით სწავლებაზე,
მეორე დღეს ავირჩიეთ ჩვენი პროექტის თემა. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა. გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი პროექტისთვის. შემდეგ შევქმენით ბუკლეტი და ჩავდეთ ჩვენს საქაღალდეში.
მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ვიმსჯელეთ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.                                      მეოთხე დღეს პროექტის გეგმაში შევიტანეთ კითხვები; ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ვისწავლეთ სურათების შენახვა ეკრანზე და შემდეგ ჩასმა.
მეხუთე დღეს ვიმსჯელეთ პროექტზე. ვისწავლეთ ჰიპერბმულის ხერხი,მიმაგრებული ფაილის ჩასმა პროექტზე სამუშაოდ.გავეცანით საავტორო უფლებებს.
მე ვაკეთებ საერთო კომენტარს, ვინაიდან დღემდე არ შემეძლო ინტერნეტის გაუმართაობის და პირადი კომპიუტერის  უქონლობის გამო შევსულიყავი ბლოგში და ამეტვირთა ჩემი ნამუშევარი.
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. ვისწავლეთ ძალიან ბევრი საჭირო მასალა,რაც შემდგომში ძალიან გამოგვადგება.ვსწავლობთ პროექტზე მუშაობას რაც ჩვენ არ ვიცოდით. მადლობას გიხდით ჩვენი განვითარებისთვის.
 

No comments:

Post a Comment